top of page

Create Your First Project

Start adding your projects to your portfolio. Click on "Manage Projects" to get started

გ.რ.გ. ვარკეთილი მოლი

Project type

გ.რ.გ.

Location

თბილისი

პროექტი წარმოადგენს თანამედროვე მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრს მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარედ, ქაოსურად განვითარებულ ტერიტორიაზე, სადაც აქამდე არსებობდა დაბალხარისხიანი გზისპირა კომერციული ფართები. გრგ-ს კორექტირებით დაზუსტდა ზონირება (სსზ-2) და პროექტს დაემატა მცირე დამატებითი ნაკვეთი, რაც უზრუნველყოფს ერთი ფუნქციური რეჟიმის გავრცელებას მთელ ტერიტორიაზე. კომპლექსის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 22,000 მ²-ს, სადაც თავმოყრილია კომერციული, კვების, ოფისური და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები. ორი მიწისქვეშა დონე გათვლილია 174 პარკინგის ადგილზე, რელიეფის 8-მეტრიანი სხვაობის ეფექტიანი გამოყენებით. ტერიტორიის ურბანული გაუმჯობესების ნაწილი არის გზისპირა სტიქიური ობიექტების ეტაპობრივი ჩანაცვლება და ჯავახეთის ქუჩის გამტარუნარიანობის ზრდა. პროექტის მნიშვნელოვანი ელემენტია მეტროსადგურთან პირდაპირი საფეხმავლო კავშირი, რომელიც ამცირებს ავტომობილით გადაადგილების საჭიროებას და ზრდის ხელმისაწვდომობას. ახალი განაშენიანება ქმნის მოწესრიგებულ საზოგადოებრივ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებსა და შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებულ ინფრასტრუქტურას. საბოლოოდ, პროექტი გარდაქმნის მიმდებარე არეალს და მას მუნიციპალიტეტის მასშტაბით მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-საქმიანი ჰაბის ფუნქციას ანიჭებს.

bottom of page