Create Your First Project
Start adding your projects to your portfolio. Click on "Manage Projects" to get started
ისტორიული ძეგლი
Project type
ისტორიული ძეგლი
Location
თბილისი
სახლი მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ანჩისხატის ტაძრის მახლობლად. ჩახრუხაძის #16. ნაგებობა, მთავარი ფასადით გადმოდის ჩახრუხაძის ქუჩაზე. ყრუ ფასადებით ჩართულია გვერდით შენობების მწკრივში. გრძივი უკანა ფასადით მიმართულია, შიდა ეზოსკენ. პროექტის ფარგლებში განისაზღვრა არსებული ორქანობიანი სახურავის მოდიფიცირება და სამანსარდო მოცულობის მოწყობა. დაშენების გარდა პროექტით გათვალისწინებული იყო ძეგლის ზედმეტი გვიანდელი, არა ღირებული მინაშენებისგან განთავისუფლება, შენობის პირველი სართულის გვირაბით გაყოფილი ორი ნაწილის გაერთიანება ერთ შეკრულ სივცედ da შიდა ეზოს მხარეს გამავალი ხის აივნის სრული რესტავრაცია, ხოლო მეორე სართულზე მიჯნის ზონაში მეზობლის მხარეს გვიანდელი მიშენებული აივანის და მთლიანი შენობის სასტუმროდ ადაპტირება, რომლის სარდაფის სართულსშიც გათვალისწინებულია მცირე ზომის რესტორანი. პროექტის ფარგლებში მოხდა შიდა ეზოს არსებული ბარაკული შენობების ჩანაცვლება გათბობა-გაგრილება, ვენტილიაციის აგრეგატებისათვის განკუთვნილი სივრცითა და ფანჩატურის ტიპის საზაფხულო ნაგებობით, რაც ეზოს მეტ სიმყუდროვესა და მიმზიდველობას შემატებს. შენობის სრული კონსტრუქციული გაძლიერების სამუშაოები წარმოდგენილია პროექტის კონსტრუქციული ნაწილის განმარტებით ბარათში.







